მთავარიმსოფლიოკავკასიაყარაბაღელი ლტოლვილების რაოდენობამ 85 ათასს მიაღწია

ყარაბაღელი ლტოლვილების რაოდენობამ 85 ათასს მიაღწია

სომხეთის ორ ქალაქში გორისსა და ვაიკში შეუჩერებლად მუშაობს სარეგისტრაციო პუნქტები, სადაც ყარაბაღიდან ჩასული მოსახლეობის რეგისტრაცია მიმდინარეობს და მათ საჭიროებებს განსაზღვრავენ. ვისაც წასასვლელი არსად აქვს, სომხეთის ხელისუფლება საცხოვრებელ ადგილს ჰპირდება, თუმცა ბოლო მონაცემებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მხოლოდ 14 ათასამდე პირმა მოითხოვა.

“მოლაპარაკებების დაწყებიდან სამ დღეში, როდესაც გავიგეთ აზერბაიჯანთან ინტეგრაციის შესახებ, გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა ინტეგრირება და წამოვედით. რამდენიმე დღე დაგვჭირდა, რომ ნივთები ჩაგველაგებინა და წამოვსულიყავით. სამი დღე გზაში ვიყავით. დღეს გორისაში ჩამოვედით და სხვა ნათესავებს ველოდებით. აქედან ერევანში ვაპირებთ წასვლას” , – ამბობს გიურჩორა ასრიანი.

“არ მინდა აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრება. არც აზერბაიჯანის რეზიდენტი მინდა ვიყო და აზერბაიჯანში ცხოვრებაც არ მინდა. შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. მე ეს არ მინდა. მე მინდა ვიცხოვრო როგორც სომეხმა, რადგან სომხად დავიბადე”, – ამბობს ნარინე კარამიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ყველა ლტოლვილი განურჩევლად ასაკისა გადაუდებელი საჭიროებებისთვის მიიღებს 100 ათას დრამს, რაც დაახლოებით 255 დოლარია.

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივი გასვლა მთიანი ყარაბაღიდან კვირას, 24 სექტემბერს, დაიწყო. ერევნის პროგნოზი რომ რამდენიმე დღეში ყარაბაღში შესაძლოა სომხები აღარ დარჩნენ, დღითი დღე რეალური ხდება. როგორც ცნობილია, ყარაბაღში 120 ათასამდე სომეხი ცხოვრობდა, 29 სექტემბრის დილის მონაცემებით, რეგიონი უკვე დატოვა 85 ათასამდე მცხოვრებმა. ამ ფონზე კი, როგორც ადგილიდან იტყობინებიან, მგზავრთა ნაკადი სომხეთის საზღვართან კვლავ არ წყდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend