ლას-ვეგასში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც კავშირშია ჰიპ-ჰოპ ლეგენდის თუფაქ შაკურის მკვლელობასთან.
ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პოლიციამ დაკავების ფაქტი დაადასტურა.
ამერიკელი არტისტი 25 წლის იყო, როდესაც მოკლეს. 1996 წელს ლას-ვეგასის ერთ-ერთ ქუჩაზე მას ოთხჯერ ესროლეს. ინციდენტიდან 6 დღეში თუფაქ შაკური სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.