როგორც ჩანს, სამხედრო კომპანია “ვაგნერს” ახალი მეთაური ეყოლება. ვლადიმერ პუტინმა უბრძანა “ვაგნერის” ერთ-ერთ საველე მეთაურს ანდრეი ტროშევს, რომელიც “ჭაღარას” სახელითაა ცნობილი, სათავეში ჩაუდგეს მოხალისეთა ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ დღეს გაავრცელა, თუმცა მასში სიტყვა “ვაგნერი” ნახსენები არ არის.
ბრიტანული დაზვერვა 29 სექტემბერს წერდა, რომ “ვაგნერის” დაქირავებული მეომრები უკრაინაში ბრუნდებიან, ზოგი ინდივიდუალურად, ზოგი კი ჯგუფურად.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 29 September 2023.
Find out more about Defence Intelligence’s use of language: https://t.co/SD77dxyh9d
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/FOtd1rKetU
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) September 29, 2023
ანდრეი ტროშევი იგივე “ჭაღარა” გადამდგარი სამხედრო ოფიცერია, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ამ დაჯგუფების მოქმედებებში. ევროკავშირს მისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ტროშევი “ვაგნერის” ე.წ. აჯანყებაში, რომელიც საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდა, თუმცა მალევე საეჭვო ვითარებაში მოკვდა დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი.