მთავარიკუბიMeta-მ ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ახალი მოწყობილობები წარადგინა

Meta-მ ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ახალი მოწყობილობები წარადგინა

კომპანია Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა წლევანდელ კონფერენციაზე ყურადღება ტექნოლოგიის ორ მიმართულებაზე გაამახვილა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა. კომპანიამ წარადგინა რამდენიმე ახალი მოწყობილობაც, რომელთა შორისაა ვირტუალური სათვალე Quest 3 და Ray-Ban-ის ე.წ. ჭკვიანი სათვალე.

Quest 3-ის წარდგენა ჯერ კიდევ ივნისში დაანონსდა და როგორც კომპანიაში ამტკიცებენ, ეს არის მანამდე არსებული ვირტუალური სათვალეების გაუმჯობესებული ვერსია. მას აქვს მეტასამყაროსთან დაკავშირების ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს იხილონ რელობისა და ვირტუალური სამყაროს შერეული ვერსია. მაგალითად, შეგიძლიათ დაუკრათ ვირტუალურ ფორტეპიანოზე სახლში, თქვენს ნამდვილ მაგიდაზე.

ვირტუალური სათვალის გარდა, მეტამ წარადგინა ჭკვიანი სათვალეების ახალი ვერსია, Ray-Ban Smart Glasses. ეს სათვალეები საშუალებას იძლევა ჩაწეროთ ვიდეოები, წაიყვანოთ პირდაპირი ტრანსლაციები, მოუსმინოთ მუსიკას და ასევე გქონდეთ კავშირი თქვენი ხელოვნური ინტელექტის ბოტთან, ანუ ასისტენტთან. ამით ხელოვნური ინტელექტი დაინახავს თუ რას ხედავთ და რას უსმენთ. სათვალეები ამჟამად ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს, მეტამ დაანონსა ჩატბოტების ახალი სერია, რომელიც იმუშავებს  მესენჯერებში. ჩატბოტს ექნება მეტი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც სპეციალიზებული იქნება კონკრეტულ თემებზე, რაც თავად მომხმარებელს აინტერესებს. ამჟამად ტექნოლოგიურ სამყაროში ჩატბოტებს შორის დიდი კონკურენციაა, სადაც ყველა ტექკომპანია ცდილობს შექმნას, რაც შეიძლება მეტად დახვეწილი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტი.

მეტას კორპორაცია ამჟამად ტრანსფორმაციის პროცესშია. მეტას სურს, რომ გახდეს სოციალური პლატფორმების ლიდერი და ვირტუალური რეალობის სფეროში, თუმცა ტრანსფორმაციის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და მილიარდობით დოლარი იხარჯება.

მეტას შემოსავლის მთავარ წყაროდ კვლავაც რჩება რეკლამა მათივე ორი მთავარ პლატფორმიდან Facebook და Instagram.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend