ძალიან ბევრი სახასიათო პერსონაჟის შემქმნელი, უამრავი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი მსახიობი მაიქლ გემბონი 82 წლის ასაკში ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა. ის ოლივიეს დაჯილდოების სამგზის, კინომსახიობთა გილდიის ორგზის და ბაფთას ოთხგზის ლაურეატი იყო. 1999 წელს კი დედოფალმა ელიზაბეთმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. მისი კარიერიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი როლები შექსპირის პიესებში, რომლებიც ლონდონის სამეფო ეროვნულ თეატრში იდგმებოდა… მიუხედავად მისი უამრავი სახასიათო როლისა კინოსა და თეატრში, მან ხალხს თავი ყველაზე მეტად მაინც ჰოგვარდსის დირექტორობით დაამახსოვრა – ანუ პროფესორი დამბლდორის როლით ჰარი პოტერის შესახებ “ვორნერ ბრაზერსის” ფილმებში… ამ როლზე ის რიჩარდ ჰარისის გარდაცვალების შემდეგ დაამტკიცეს, რომელიც პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერის პირველ ორ ნაწილში თამაშობდა და შემდეგ ისიც გარდაიცვალა… დღეს მაიქლ გემბონის გარდაცვალების ამბის გახმაურების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლები ხშირად ციტირებდნენ მისი პერსონაჟის, ალბუს დამბლდორის სიტყვებს: “გარდაცვლილებს ნუ შეიცოდებ ჰარი! შეიცოდე ცოცხლები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ცხოვრობს უსიყვარულოდ”.