1501 წლის 13 სექტემბერს იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკემ მიქელანჯელომ ხელოვნების უკვდავ ქმნილებაზე დაიწყო მუშაობა.
დავითის ქანდაკება საუკუნეების განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყო, სანამ მას გადაიტანდნენ ფლორენციის აკადემიის გალერეაში, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო აშენებული.
პატარა მწყემსმა დავითმა გიგანტი გოლიათი დაამარცხა და ებრაელთა მეფე გახდა. მსოფლიოში მისი ცნობილი ქანდაკება 5 მეტრზე მეტი სიმაღლისაა.
ქანდაკებას სპეციალური მოვლა სჭირდება, მუზეუმები ყოველ 2 თვეში ერთხელ იხურება და დავითის ქანდაკებას მტვრისგან ასუფთავებენ და საგულდაგულოდ ამოწმებენ.
ფლორენციის თავისუფლების დაცვის სიმბოლოს ყოველწლიურად ასობით ადამიანი სტუმრობს.
შემდეგი ორი თვის განმავლობაში, სანამ ისევ მტვრისგან გაწმენდენ, დავითის ქანდაკება კვლავ უმასპინძლებს სტუმრებს.