საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ Factory Tbilisi-ის მხარდაჭერით წარადგინა გამოფენა პერფორმანსით, სახელწოდებით “აფხაზეთი – კალმით გაცხადებული სიმართლე”. 20-მდე კალიგრაფმა საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნა აფხაზეთის 100-მდე ტოპონიმის კალიგრაფიული ვერსია. გარდა ამ გამოფენისა სოციალურ ქსელებშიც მიმდინარეობს კამპანია “გააზიარე აფხაზეთის ტოპონიმი”. გამოფენის ყველა მონაწილესა თუ სტუმარს მიეცა საშუალება, დაეწერა აფხაზეთის რომელიმე ტოპონიმი.