მთავარიმსოფლიოვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია მიმდინარეობს

ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია მიმდინარეობს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის თქმით, ექსპერტების ზაპორიჟიაში ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

29 სექტემბრის ჩათვლით ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 177 დელეგატი მონაწილეობს. კონფერენცია ეძღვნება სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. მათ შორის ბირთვულ უსაფრთხოებასა და მის დაცვას უკრაინაში.

როდესაც  რაფაელ გროსი ოთხწლიანი ვადით დაინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად,  სიტუაცია ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე საგანგაშო იყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის თქმით, ექსპერტების ზაპორიჟიაში ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხელს უწყობენ სიტუაციის სტაბილიზაციას და მსოფლიოს აცნობენ იქ არსებულ ვითარებას. ამასთან, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის პრიორიტეტულია.

რაფაელ გროსიმ ირანს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 177 წევრისთვის განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შორის არის 2024 წლის ბიუჯეტიდან ბირთვული კვლევის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების დაფინანსება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend