მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სასამართლო პროცესი სამ ოქტომბერს დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სასამართლო პროცესი სამ ოქტომბერს დაიწყება

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი პირველ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა

საკონსტიტუციო სასამართლომ დანიშნა სხდომა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საბოლოო არგუმენტები უნდა წარადგინოს.

9 მოსამართლემ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი კანონი, გადაწყვეტილების მოსაღებად 9-დან 6 ხმაა საჭირო.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი პირველ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთ.

იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად 100 კანონმდებლის ხელმოწერაა აუცილებელი, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

პარლამენტში მმართველ გუნდს “ხალხის ძალასთან” ერთად აქვს 84 ხმა, იმპიჩმენტის პროცედურისთვის კი დამატებით 16 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend