მთავარისაქართველო"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების შედეგები შეაჯამა

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების შედეგები შეაჯამა

„საზოგადოებრივ დისკუსიებში ნათლად იკვეთება ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, რომელიც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად იქცა ქვეყნისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ პროექტის სახელწოდებით „ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტიფემინისტური ფოკუსი“ ფინალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ონლაინ და სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული, ჰომოფობიური, მიზოგინიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების ანალიზი.

„საზოგადოებრივ დისკუსიებში ნათლად იკვეთება ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, რომელიც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად იქცა ქვეყნისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დღეს, 26 სექტემბერს, წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების დეზინფორმაციული მედიაკამპანიები ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე ფოკუსირებით, როგორიცაა გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და დაბრკოლებებს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

კვლევაში საუბარია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობენ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა იდენტობა, სექსუალური და რეპროდუქციული განათლება, რელიგია და ოჯახის ინსტიტუტი.

მკვლევრები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ცხადყო, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებასა და ძალადობას ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, რომლებიც სათანადოდ არ ისჯებიან.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” 2023 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული თუ ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გაანალიზა და სწორედ ამ შემთხვევებზე დაყრდნობით მომზადდა პროექტის ფინალური ანგარიში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend