საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უარის მიუხედავად ევროპელ ლიდერებს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად მართავს.
საქართველოს პრეზიდენტი 25 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს კი რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩთან გამართავს შეხვედრას. 27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ჩავა და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდება.