თანამედროვე მედიცინისთვის დიდი გამოწვევაა ალცჰაიმერის დაავადება და ინსულტი. ამ მხრივ ბოლო წლებში სიახლეებია. უკვე პრაქტიკაში ინერგება ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტი და შეიცვალა მიდგომები ინსულტის პრევენციისა და მწვავე ინსულტის მართვის მხრივაც. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურა ნადარეიშვილი ამბობს, რომ ნევროლოგიის მიმართულებით უცხოეთში და საქართველოში მომუშავე ქართველი ექიმები მუდმივად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ამ მხრივ ქართველ სტუდენტთა ცოდნის დონეც.
ინტერვიუ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორთან, ვირჯინიის ჰოსპიტალური ცენტრის ინსულტის პროგრამის დირექტორთან, ზურა ნადარეიშვილთან.