მთავარი ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი განახლებადი ენერგიები

განახლებადი ენერგიები

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამიდან, ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, თორნიკე ყაზარაშვილმა ისაუბრა

26 სექტემბერს, ექსპო ჯორჯიას III პავილიონში საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს-კავშირების დამყარების ხელშემწყობი ღონისძიება გაიმართება.
შეხვედრა ენერგეტიკული პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს განახლებადი ენერგიის დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შედეგად შეძენილი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარონ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამიდან, ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, თორნიკე ყაზარაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend