აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაციის“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით.
ვრცელდება ინფორმაცია სტეფანაკერტის რაიონში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.
ამავდროულად, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობაში შეჭრა სცადეს.
სამართალდამცელები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები.
ამავე ამბავზე:
სომხური მედიის ინფორმაციით, სტეფანაკერტში საჰაერო განგაშის ხმა ისმისhttps://t.co/VrjvlyhzLh
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) September 19, 2023