მთავარიევროპაბელგიაბელგიაში „თეთრი მემორიალი“ პედოფილიის მსხვერპლ პატარა გოგონებს მიუძღვნეს

ბელგიაში „თეთრი მემორიალი“ პედოფილიის მსხვერპლ პატარა გოგონებს მიუძღვნეს

ბელგიის ქალაქ შარლერუაში მემორიალი იმ ადგილას გაიხსნა, სადაც პედოფილი მარკ დიუტრუს სახლი იდგა. სახლში, რომელიც 2022 წელს დაანგრიეს, დიუტრუს გოგონები ჰყავდა დამწყვდეული, რომლებზეც შემდგომ სექსუალურად ძალადობდა.

დიუტრუს სახლში მისი ორი მსხვერპლის – მელისა რუსოსა და ჯული ლეჟენის ცხედრები იპოვეს. ორივე მათგანი 8 წლის იყო. მემორიალი სწორედ ამ ორ გოგოსა და სხვა მსხვერპლებს ეძღვნებათ. მემორიალი, რომელზეც გამოსახულია პატარა გოგო ფრანით ხელში, ადგილობრივმა არქიტექტორმა გეორგიოს მაილ ისმა შექმნა. ავტორს არ სურდა, შეექმნა ტრადიციული მემორიალი, რომლის ახლოსაც ხალხი უბრალოდ ისეირნებდა. მისი მიზანი იყო, მემორიალს ადამიანები გაეჩერებინა და დაეფიქრებინა.

„ვფიქრობ, ეს ბელგიის ისტორიის ნაწილია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს ჩემს ქალიშვილს შეემთხვა, არამედ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ეს ისტორიული და იშვიათი მოვლენაა”, – ამბობს მელისას მამა ჯინო რუსო.

მარკ დიუტრუ 1996 წელს დაიჭირეს. სამართალდამცველებმა ორი გატაცებული გოგონა ცოცხალი იპოვეს, ოთხი კი, გარდაცვლილი. 2004 წლის სასამართლო პროცესზე დიუტრუ დამნაშავედ ცნეს 6 გოგონას გატაცებასა და გაუპატიურებაში და ოთხი მათგანის მკვლელობაში. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დიურტუს ეხმარებოდა მისი მეუღლე, მიშელ მარტინი, რომელიც 2012 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მონასტერში იცხოვრებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend