მთავარისაქართველოსაქართველოს მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრებას - საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საქართველოს მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრებას – საზოგადოებრივი აზრის კვლევა

EU NEIGHBOURS EAST აქვეყნებს ყოველწლიურ კვლევას ევროკავშირის აღქმის შესახებ. ეს პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის  უდიდესი  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016  წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას.  გამოკითხულთა 78%-ის აზრით, ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად.

გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.

გამოკითხულთა 84% კი დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას.

გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend