მთავარიაზიაირანიირანში ახალაგზარდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ირანში ახალაგზარდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

მსოფლიომ ერთი წლის წინ სოციალური მედიის საშუალებით შეიტყო, რომ ირანში რაღაც სერიოზული ხდებოდა.

ირანში აღშფოთებულმა ქალებმა დაწვეს ჰიჯაბი და ქუჩაში თავსაფრის გარეშე დადიოდნენ. თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც  ახალგაზრდა ქურთი-ირანელი ქალი მაჰსა ამინი  ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა.

რამდენიმე დღეში კი,  2022 წლის 15 სექტემბერს,  ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. დაიწყო საპროტესტო აქციების ტალღა. აქციებში ჩართული იყვნენ ის  ახალგაზრდები, რომლებიც რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი მათგანი ირანის  რეჟიმს მოძველებულადაც მიიჩნევს. ხელისუფლებამ ამ გამოწვევას  ინტერნეტისა და სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვით უპასუხა.

ევრონიუსი: 2022 წლის მიმოხილვა – ირანი პროტესტის ტალღამ მოიცვა

ირანის მთავრობამ შეერთებული შტატები, ისრაელი და მათი აგენტები  საპროტესტო აქციების გაღვივებაში დაადანაშაულა. დასავლეთმა კი ირანს გაუმკაცრა სანქციები. ირანის ხელისუფლებამ ჰიჯაბის ტარების წესის დასაცავად ძალა გამოიყენა თეირანში ათიათასობით შეკრებილი ადამიანის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები სულ უფრო ფართოვდება.

დემონსტრანტების ლოზუნგი იყო:  ,,ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“. ეს სიტყვები ისმოდა ყველგან. ირანის ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირებით მომიტინგეების თავისუფალი ხმის ჩახშობა სცადა, დახვრიტეს მომიტინგეები. მომდევნო კვირებში კი ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები.

ათიათასობით ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს. თებერვალში ირანის მთავრობამ უპრეცედენტო ამნისტია გამოაცხადა. თუმცა ქალთა უფლებები კვლავ ილახებოდა, ამიტომ ირანის მოქალაქეები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას თავიანთი უფლებების დასაცავად.

თეირანი, ირანი

ირანში პროტესტის ინტენსივობა დროთა განმავლობაში შემცირდა. მთავრობამ გაამკაცრა კანონები და აღადგინა საკამათო ზნეობის პოლიციის პატრულირება… ქუჩებში ჯერ კიდევ დადიან ქალები ჰიჯაბის გარეშე, რათა პატივი მიაგონ მაჰსა ამინის ხსოვნას.

მთავრობამ გააორმაგა სამართალდამცველების რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოს საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მისი გარდაცვალების პირველ წლისთავს უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend