მთავარისაქართველოთბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა

თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა

თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა. როგორც იქ ამბობენ, ის ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მსოფლიოსთვის.

უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. ასევე ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები.

ღონისძიებას საერთაშორისო პარტნიორებიც ესწრებოდნენ. მათ უკრაინული სახლის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას.

უკრაინული სახლი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend