ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთ რუსეთში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა.
მათ შორის მოკლე დიალოგი გაიმართა. კოსმოდრომი რუსეთის კოსმოსური რაკეტების გაშვების ადგილია. ლიდერები მოინახულებენ ყველა “საკვანძო ობიექტს”. როგორც რუსული მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს იარაღის მიწოდების თაობაზე. რამდენიმე დღეა, აშშ-ის ოფიციალური პირები ამ თემაზე ამახვილებენ ყურადღებას. შეთანხმების შედეგად მოსკოვი ფხენიანიდან მიწოდებულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა შეახსენა რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, რომ იარაღის გადაცემით ორივე ქვეყანა დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. აშშ მათ ახალი სანქციების დაწესებითაც დაემუქრა.
,, მე არ ვაპირებ, ჩინეთის რეაქციაზე ვისაუბრო. ვიტყვი, რომ ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორია ჩვენი პოზიცია. იარაღის გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას. ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის ხელისუფლება წელიწად-ნახევარის განმავლობაში სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
საკვები იარაღის სანაცვლოდ – მოლაპარაკება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის
უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა, ამიტომ რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე.