მთავარიევროპარუსეთირუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ეარბას 1320, ურალის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის ქალაქ სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკში, ერთ-ერთ მინდორზე. ბორტზე 167 პირი იმყოფებოდა, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი. გავრცელებული ცნობებით, დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ავარიული დაშვების მიზეზი ჰიდრავკილის სისტემის გაუმართაობა გახდა. ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და მაშველები.

რუსეთის ავიაციის სექტორი მკვეთრად დაზარალდა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. მოსკოვი ვეღარ იღებს ნაწილებს, რომლებიც თვითმფრინავების გასამართად სჭირდება. ჯერ კიდევ 2022 წელს, ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოში (EASA) ამბობდნენ, რომ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები ჰქონდა. უკვე რამდენიმე თვეა, სანქციების გამო რუსული ავიაკომპანიები აღარ დაფრინავენ ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend