მთავარიაფრიკამაროკომაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2800-ს აჭარბებს

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2800-ს აჭარბებს

მაროკოში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.

სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა მარაქეში, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

,,იუნისეფის“ ინფორმაციით, მაროკოში მიწისძვრის შედეგად 100 000 ბავშვი დაზარალდა.

ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის ბიძგები შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ბავშვებსა და ოჯახებს საფრთხეს უქმნის.

მაროკო საერთაშორისო დახმარების მოლოდინშია. ამ დროისთვის მიწისძვრით დაზარალებულ ქვეყანას დახმარება ოთხი ქვეყნიდან – დიდი ბრიტანეთიდან, კატარიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აქვს მიღებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend