მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინის ხუთ ოკუპირებულ რეგიონში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა

უკრაინის ხუთ ოკუპირებულ რეგიონში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ბიულეტენებს ითვლიან რეგიონული არჩევნების გამართვის შემდეგ.

არჩევნებს უკრაინა და მისი მოკავშირეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ. კენჭისყრა გაიმართა ოთხ უკრაინულ რეგიონში, დონეცკში, ხერსონში, ლუჰანსკსა და ზაპორიჟიაში,  რომელთა ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ასევე ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის 69 რეგიონში. თუმცა იმის გამო, რომ რეალური  ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში,  კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით არც საიმედო პროგნოზი აქვთ.

უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინა ანტონოვა, ამბობს, რომ მათ შვილებთან ერთად მშვიდობიან გარემოში ცხოვრება სურთ.  მისი აზრით,  განათლება, მედიცინა ის საკითხებია, რომლებიც თავისით მოგვარდება მშვიდობიან პირობებში. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ომი არ იყოს.

კენჭისყრის პარალელურად კი გრძელდება ბრძოლები

უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ახლა კი ზამთარიც მოდის, რაც კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. თუმცა უკრაინის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ მათ ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს წარმარტებას  და რომ  წვიმების სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ არის დრო ბრძოლისათვის.

ამასთანავე,  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ზრდიან თავიანთ საზღვაო შესაძლებლობებს. რუმინეთში ამოქმედდა კონსტანცის ნავსადგურის მოდერნიზაციის საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს სარადარო სისტემების განახლებას. ბუქარესტში აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების მოწყობითა და რეგიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend