მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში წყალდიდობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საბერძნეთში წყალდიდობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცენტრალურ საბერძნეთში შტორმ „დანიელის“ შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორისაა ახლად დაქორწინებული წყვილი ავსტრიიდან.

პალამასის მუნიციპალიტეტში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. გასულ დღეებში წყალდიდობების შედეგად რამდენიმე დასახლება  მნიშვნელოვნად დაზარალდა. რეგიონში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, წყლის დონემ კი 2 მეტრამდე აიწია. მოქალაქეები   სახლების სახურავებზე ავიდნენ,  საიდანაც ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

ზაფხულის მიწურულს ქვეყანას მასშტაბური ტყის ხანძრები დაატყდა თავს,  შემდეგ კი უხვი ნალექი, რომელიც ორშაბათს დაიწყო მაგნესიის სანაპიროდან და ცენტრალური საბერძნეთისკენ, კარდიცისა და ტრიკალისკენ, გავრცელდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გააუქმა დაგეგმილი შეხვედრები თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მას მთავრობის მომდევნო ოთხი წლის გეგმის შესახებ უნდა განეცხადებინა.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend