“საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ქვეყნის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, რაც ყველგან ჩანს”, -თქვა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა.
დიპლომატის მთავარ გზავნილებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს.