“ქართული ოცნების” ინიციატივით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. ძალაში რჩება რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები რეალურად არაფერს ცვლის, კვლავ შეზღუდული რჩება პრეზიდენტის უფლებები, რადგან კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილ პირად პარლამენტის თავმჯდომარე რჩება.
ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. ხოლო თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ანა ალელიშვილი