მთავარიმსოფლიოNATOნატო ინფორმირებულია რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონების ჩამოვარდნის შესახებ

ნატო ინფორმირებულია რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონების ჩამოვარდნის შესახებ

ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია ინფორმირებულია მისი მოკავშირის, რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ რუსული დრონის ნაწილების პოვნის შესახებ. ევროპარლამენტში საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი დაელოდება გამოძიების შედეგებს.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული თავდასხმა და ველით გამოძიების შედეგებს. ნატოს საზღვრებთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ მსგავსი ინციდენტის მოწმენი პოლონეთშიც გავხდით. ნატო ყურადღებით აკვირდება მის საზღვრებთან მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი წარმომადგენლობა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული პორტებისკენ გაშვებული შაჰიდის დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქდა. ამას ორი დღის განმავლობაში უარყოფდნენ ბუქარესტში, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შემთხვევის ადგილას ჩავიდა და დაადასტურა სავარაუდოდ რუსული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენა მდინარე დუნაის მიმდებარედ.

საკითხს უკვე გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი, კლაიუს იოჰანესი. ის ამბობს, რომ თავდასხმა რუმინეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს.

ახლა რუმინეთში მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს დრონის სახეობა და წარმომავლობა.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend