მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთში ამბობენ, რომ მალე ევროპაში ყველაზე ძლევამოსილი არმია ეყოლებათ

პოლონეთში ამბობენ, რომ მალე ევროპაში ყველაზე ძლევამოსილი არმია ეყოლებათ

ნატოსა და ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის პოლონეთის მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი, არმია კი ყველაზე კარგად შეიარაღებულია.

ამავე დროს, ვარშავა ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს, როდესაც საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ეხება.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე, ვარშავაში სამხედრო რესურსის ზრდაზე განსაკუთრებით დაიწყეს ზრუნვა, ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლონეთი მეთვრამეტე საუკუნეში მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის რუსეთის იმპერიამ, სამჯერ დაანაწევრეს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი კი სწორედ საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის მეოთხედ გაყოფა გახლავთ.

პოლონეთმა მასიური სამხედრო კონტრაქტები ვაშინგტონსა და სეულთან გააფორმა. ვარშავა შეიარაღებაში სეულს 14 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო ვაშინგტონს 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაუხდის, საერთო ჯამში და ასევე, გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღება პოლონეთს რამდენიმე წლის განმავლობაში გადაეცემა და არა ერთბაშად.

პოლონეთზე სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ”  საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი, გრიგოლ ჯულუხიძე მოიწვია.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend