გარი დავთიანის მარიონეტების საოჯახო თეატრის დაარსებიდან 30 წლის აღსანიშნად, ეროვნული არქივის კინოთეატრში გარი დავთიანის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. მარიონეტების თეატრი დღეს გარი დავთიანის სახლ-მუზეუმია, სადაც მის მიერ შექმნილი თოჯინები და იქ დაბადებული ზღაპრები ნებისმიერ დროს სტუმრებს ელიან.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობენ: კინოდოკუმენტალისტი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი და გარი დავთიანის შვილიშვილი, ალექსანდა დავთიანი.