კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კასეტური საბრძოლო მასალის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს მსოფლიოს რვა ქვეყანაში ამ შეიარაღების შედეგად ჯამში 1172 ადამიანი დაიღუპა. ეს კი 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კასეტური ბომბების გამოყენების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა უკრაინაში, სადაც 890 ადამიანია გარდაცვლილი. მას მოსდევს სირია, სადაც 84 ადამიანია დაღუპული, შემდეგ კი მოდის მიანმარი 13 გარდაცვლილით.
კასეტური ბომბები ჰაერშივე ფეთქდება, მისი მცირე ზომის ნაწილები უფრო დიდ ფართობზე იფანტება და ფეთქდება. შესაძლოა, დამანგრეველი შედეგი ჰქონდეს მშვიდობიან მოსახლეობაზე. 2022 წელს 95 პროცენტი სწორედ კასეტური ბომბების გამოყენების შედეგად არის დაღუპული.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ რუსეთი 2022 წლის თებერვლიდან აქტიურად იყენებს კასეტურ შეიარაღებას. კონტრშეტევის ფარგლებში ასეთ შეიარაღებას იყენებს უკრაინული მხარეც. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ამ საბრძოლო მასალის გადაცემას დასავლელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.