მთავარიგადაცემებიCULTრუმინეთი ჯორჯე ენესკუს სახელობის კლასიკური მუსიკის 26-ე ფესტივალს მასპინძლობს

რუმინეთი ჯორჯე ენესკუს სახელობის კლასიკური მუსიკის 26-ე ფესტივალს მასპინძლობს

რუმინეთის ჯორჯე ენესკუს სახელობის კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია მუსიკალურ კალენდარზე და აღმოსავლეთ ევროპის მუსიკალურ სამყაროში.

ორ წელიწადში ერთხელ  და თითქმის ყოველთვის სექტემბერში  დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ბუქარესტი მსოფლიოს წამყვან ორკესტრებსა და სოლო შემსრულებლებს მასპინძლობს, რომლებიც ჯორჯე ენესკუს მიაგებენ პატივს.

იგი სავარაუდოდ ყველაზე დიდი რუმინელი კომპოზიტორი, მუსიკოსი და დირიჟორი იყო.

ფესტივალი Palace Hall-ში გაიხსნა და მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ვიოლონჩელისტი ფრანგი გოტიე კაპუსონი საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

მან შეასარულა დვორჟაკის 104-ე ოპუსი ენესკუს სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც რუმინელი კრისტიან მაჩელარუ დირიჟორობდა.

„ევრონიუსი“ ესაუბრა საპატიო სტუმარს, რომელიც რეგულარულად ესწრება ამ ფესტივალს.

გოტიე  კაპუსონი, ვიოლონჩელისტი:

“ამ ფესტივალს კარგად ვიცნობ, ბოლო წლებში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას მასში ტურზე მყოფ ორკესტრებთან ერთად და ახლა პირველად დავუკარი აქაურ –  რუმინულ ორკესტრთან ერთად. კიდევ უფრო საპატიო იყო ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალი მე გავხსენი დირიჟორ კრისტიან მაჩელარუსთან ერთად, რომელსაც კარგად ვიცნობ, რადგან ის საფრანგეთის ეროვნული ორკესტრის დირიჟორია და წელს უკვე სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა. ამიტომ ეს ორმაგი პატივია.“

მე-19 საუკუნის დროინდელი “რუმინული ატენეუმი” ბუქარესტში ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზია, რომელიც სრულიად განსხვავდება Palace Hall- გან. ატენეუმი აღადგინეს მას შემდეგ რაც მიტოვებული იყო ათწლეულების განმავლობაში დიქტატორ ნიკოლაე ჩაუშესკუს მმართველობის დროს, რომელიც 1989 წელს დაამხეს.

„ძალიან დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი სჭირდება ასეთი მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას, რომ შეძლო და მსოფლიოს საუკეთესოდ წარუდგინო საკუთარი თავი, ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია,“ – ამბობს  კრისტიან მაჩელარუ, დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. „ამავე დროს ეს რუმინეთსაც აძლევს ხელს, რადგან ჩვენ, როგორც იცით, წელს თითქმის 3500 ხელოვანი მოვიწვიეთ რუმინეთში, რათა ხალხისთვის ასეთი მუსიკა წარმოგვედგინა. ეს შესანიშნავია, რადგან ახალ სიცოცხლეს შთაბერავს კულტურასა და რუმინეთს.“

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ათეული კონცერტია დაგეგმილი. ასევე წარმოდგენილი იქნება ოპერები, მათ შორის ვერდის „ოტელო.“ ამ ოპერის მულტიმედიის დირექტორი გვიხსნის, თუ რა როგორ ჩართეს ციფრული ტექნოლოგიები ოპერაში.

ნონა ჩობანუ, „ოტელოს“ მულტიმედიის დირექტორი:

“ვცდილობთ, გამოსახულების მეშვეობით უფრო გავამდიდროთ მუსიკა და თან არ დავივიწყოთ, რომ აქ მთავარი მაინც მუსიკაა,“ – განმარტავს  ნონა ჩობანუ, „ოტელოს“ მულტიმედიის დირექტორი. „ვცდილობთ ბოროტად კი არ გამოვიყენოთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები, არამედ ზომიერად, რათა ზოგჯერ დიალოგი წარმოვაჩინოთ, ზოგჯერ დაპირისპირება.“

ფესტივალი ბუქარესტში 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend