სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რაფამოსა იოჰანესბურგში გუშინ ხანძრის შემთხვევის ადგილს ეწვია, სადაც უახლესი ცნობებით 74 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიტოვებული ხუთსართულიანი შენობა, უკანონო საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ ხანძართან დაკავშირებული გამოძიება ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და ხელისუფლებას მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან აირიდონ.
იოჰანესბურგის გაუტანგის პროვინციის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯამში 74 ცხედარი აღმოაჩინეს, მათგან 24 ქალია, 40 მამაკაცი, ხოლო 10 ცხედარი ისეა დასახიჩრებული, რომ შეუძლებელია მათი ამოცნობა. საგანგებო სამსახურში კი აცხადებენ ,რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.