მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში საჰაერო მიმოსვლა განახლდა

დიდ ბრიტანეთში საჰაერო მიმოსვლა განახლდა

დიდ ბრიტანეთში, საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. უახლესი ინფორმაციით, მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორშაბათს მომხდარი საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემის მწყობრიდან გამოსვლას ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც ირკვევა, ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც მოგვიანებით გამოსწორდა, ასობით ფრენა გადადიდო და გაუქმდა. ათასობით მგზავრს კი პრობლემები შეექმნა.

ერთ-ერთი მგზავრი, დეისი სპრატლი ჰყვება, რომ ისინი გუშინ უნდა ჩაფრენილიყვნენ ორლანდოდან ლონდონის გატვიკის აეროპორტში, თუმცა მათი ფრენა გაუქმდა.  შეიცვალა მარშრუტი, და ტეხასიდან ჰითროუს აეროპორტში მოუწიათ გაფრენა.

ტექნიკურმა პრობლემამ გავლენა იქონია ფრენების დაგეგვმის სისტემაზე. ოპერატორები იძულებული იყვნენ ხელით შეეყვანათ რეისების მონაცემეები, რამაც ზოგადად შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა.

შედეგად კი უამრავი ფრენა გადაიდო და გაუქმდა. ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აეროპორტებში ჩარჩნენ. ავიაკომპანიების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა თითქმის 10 წელია არ შექმნილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend