მთავარიმსოფლიო"შანხაი ექსპრესი" ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის ზრდას უზრუნველყოფს

“შანხაი ექსპრესი” ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის ზრდას უზრუნველყოფს

ახალი არხი კომერციული და ლოგისტიკური დანიშნულებით. ასეთი სახელი უკვე ეწოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – ჩინეთისა და უმსხვილესი 500 მილიონიანი ბაზრის – ევროკავშირს შორის დამაკავშირებელ სამატარებლო შემადგენლობას.

ოფიციალურად მას „შანხაი ექსპრესი“ ჰქვია და სულ 131 სატვირთო სამატარებლო შემადგენლობას მოიცავს.

18 აგვისტოდან დაწყებული ტვირთბრუნვა უფრო აჩქარებს, ამარტივებს და ზრდის ევროპასა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.

„ჩვენი პერსონალი 24 საათიან გრაფიკზე გადავიდა მას შემდეგ, რაც „შანხაი ექსპრესი“ ჩაეშვა. იმიტომ შევცვალეთ ოფისის მუშაობის რეჟიმი, რომ ტვირთბრუნვა დიდად გაიზარდა. ამიტომ საჭიროა 24 საათიანი მორიგეობა“,- ამბობს ერთ-ერთი საერთაშორისო სატვირთო გადამზიდავი კომპანიის ბიზნეს მენეჯერი ჟანგ ზილი.

შანხაის რკინიგზის სატვირთო ცენტრი მინჰაი ახლა დიდი ყურადღბის ცენტრშია და დატვირთვით მუშაობს. კონტეინერების მზარდი ნაკადი აშკარად შესამჩნევია. ტვირთბრუნვის დოკუმენტაციების მომზადების რიტმიც დაჩქარებულია.

„რაც ეს მატარებლები დაინიშნა, სატვირთო დოკუმენტაციები ონლაინ პლატფორმების დახმარებით სადღაც 20-30 წუთში მზადდება. ამან ბევრად გაამარტივა ფორმალური პროცესები და დააჩქარა ტვირთბრუნვა. განბაჟების ახალი მეთოდი ნამდვილად კარგია“,- აცხადებს სატვირთო სადგურის მომხმარებელი სანგ იუნქსი.

ბოლო ორი წლის მანძილზე ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა და მხოლოდ მატარებლებით 4,2 მილიარდი იუნგის მოცულობის ტვირთი გადაზიდეს. მატარებლების მარშრუტები 60-ზე მეტ ქალაქსა სადგურს მოიცავს 9 ქვეყანაში. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ეს პროექტი მრავალ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გააძლიერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend