შეერთებული შტატებში აცხადებენ, რომ უკრაინელი პილოტების სწავლება, f-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების მართვასთან დაკავშირებით, ოქტომბერში დაიწყება. პენტაგონში აცხადებენ, რომ სექტემბერში უკრაინელი მფრინავები ინგლისურ ენაში მოემზადებიან, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას კი ოქტომბერში შეძლებენ.
აშშ-ის შემდეგ უკრაინისთვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა სამმა ქვეყანამ – ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს. ნორვეგიის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
„როდესაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი პილოტების მომზადებასა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო, ნორვეგიამ მაშინვე მხარი დაუჭირა ამ დაპირებას და ნორვეგიელი ტრენერები სხვა ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობენ და მუშაობენ ამ ინიციატივაზე“ – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორიმ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით დაასრულა პირველი სადესანტო ოპერაცია ანექსირებულ ყირიმში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარკუნძული დანაკარგის გარეშე დატოვეს.