დღეს, 25 აგვისტოს ბათუმის ილიაა ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში “ღამის სერენადების” მეორე საკონცერტო დღეა.
მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.
24 აგვისტოს კი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა XV საიუბილეო საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტების პირველ დღეს უმასპინძლა. კონცერტში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება.