მთავარიმსოფლიოანტარქტიდაზე ყინულის ჩამსხვრევის შედეგად პინგვინები მასობრივად დაიხოცნენ

ანტარქტიდაზე ყინულის ჩამსხვრევის შედეგად პინგვინები მასობრივად დაიხოცნენ

სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, ანტარქტიდაზე იმპერატორი პინგვინები მასობრივად დაიხოცნენ. შემთხვევა 2022 წელს მოხდა. მეცნიერების ინფორმაციით, სავარაუდოდ 10 000-მდე პატარა პინგვინი დაიღუპა.

პინგვინების ფეხქვეშ ყინული გადნა და ჩაიმსხვრა. პატარა პინგვინებს კი სიცივეში გადასარჩენად საჭირო ბუმბული ჯერ ამოსული არ ჰქონდათ. ისინი წყალში დაიხრჩვნენ ან გაიყინნენ.

ასეთი შემთხვევები ადრეც ხშირად ხდებოდა, ხოლო პინგვინები მომავალში გამრავლებას მაინც ახერხებდნენ.

.თუმცა, ამჯერად დახოცილი პინგვინების რაოდენობა საგანგაშოდ მასშტაბურია. მეცნიერთა მონაცემებით, 62 იმპერატორი პინგვინის კოლონიიდან, ყინულის გადნობისას 19 კოლონია დაზარალდა, ხოლო 13 ვერ გადარჩა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend