მთავარიამერიკაჩილეჩილეში 4 რეგიონი დაიტბორა

ჩილეში 4 რეგიონი დაიტბორა

ჩილეში სტიქიის ზონად გამოაცხადა ქვეყნის ოთხი რეგიონი, სადაც ძლიერი წვიმის შემდეგ, ტერიტორიები დაიტბორა. დასახლებული პუნქტებიდან, წყალდიდობისგან თავის დაღწევას, ათასობით ადამიანი ცდილობს.

შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. უახლესი მონაცემებით, ოთხივე რეგიონიდან დაახლოებით 20 000 მაცხოვრებელია ევაკუირებული. სტიქიას გადარჩენილები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის წყალდიდობა წლებია არ ახსოვთ.

„ჩემს რეგიონში ასეთი წყალდიდობა რაც მე მახსოვს, არ ყოფილა. ყველაფერი განადგურებულია. ქუჩები, ავტომობილები, სახლები. ძლიერი წვიმა აქამდეც გვიქმნიდა პრობლემებს, მაგრამ ასეთს არა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის ტერიტორია მოინახულა ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა. ასისტენტებთან და შესაბამისი დარგების სპეციალისტებთან ერთად, ის დეტალურად გაეცნო წყალდიდობის მასშტაბებს და შემდგომ დასაგეგმ ღონისძიებებს. შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ მომავალში უამინდობა და ასეთი სტიქიური მოვლენები ხშირი იქნება. გლობალური დათბობა ყველაფერს ცვლის პლანეტაზე. ახლა საზოგადოებებმა კოორდინირებული ქმედებები უნდა განვახორციელოთ. სტიქიის ზონაში ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სტიქიის ზონის მონახულებისა და ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბრიფინგიც გამართა.

„სტიქიებისა და რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ დადასრტურდა, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა ამ სტიქიის გამო და ძალიან ვწუხვართ. ერთი მეხანძრე-მაშველია, მეორე კი სამოქალაქო პირი, რომელსაც ხე დაეცა. მხოლოდ მაულის რეგიონში 25 500-ზე მეტი ადამიანია იზოლირებული. ვეცდებით მათ გამოყვანას. ეს რიცხვები მუდმივად განახლებადია და იცვლება. იმედი გვაქვს, რომ ეს წყალდიდობა დამატებითი მსხვერპლის გარეშე გადაივლის“, – განაცხადა გაბრიელ ბორიჩმა.

ჩილე გეოგრაფიულად ანდების მთათა სისტემის ქედის ქვეშ მდებარეობს, რის გამოც ხშირი წვიმები და წყალდიდობები ჩვეული მოვლენაა. თუმცა, აგვისტოში მომხდარმა სტიქიამ, მოლოდინებს გადააჭარბა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend