გაერო შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში სხვადასხვა იარაღის, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების გამო. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა იმ პირობით გადასცა, რომ უკრაინა ამ იარაღს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის გამოიყენებს, კასეტური იარაღი არ იქნება გამოყენებული ოფიციალურად აღიარებულ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.
კიევი დიდი ხანია ითხოვს F-16-ებს, რადგან თვლის, რომ საბრძოლო თვითმფრინავები ღირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ რუსული საჰაერო დარტყმების შესამცირებლად.