მთავარიევროპაუკრაინაკრემლი საბრძოლო მოქმედებების გადატანას ჩრდილოეთ უკრაინაში ცდილობს - უკრაინის გენშტაბი

კრემლი საბრძოლო მოქმედებების გადატანას ჩრდილოეთ უკრაინაში ცდილობს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ რეგიონებში მძიმე ბრძოლები იმართება.
ოკუპანტები წინსვლას ცდილობენ, უკრაინული არმია კი სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის სამხედრო დრონებით, მტრის იერიშის მოგერიებას ცდილობს.

„მტერი საფრონტო ჯარების როტაციას ახდენს, მათმა ახალმა ჯარებმა წინსვლა სცადეს მაგრამ არ გამოუვიდათ. თავიდან არც ველოდით მათ შეტევას და იერიშის წამოწყებიდან მალევე ისინი გაიქცნენ. სამხედრო დრონების გამოყენებით ზუსტად ვიცით თუ რას ცდილობს მტერი. მათ ვხედავთ. ვხედავთ სანგრებიდან ჩვენს პოზიციებამდე როგორ ცდილობენ მოსვლას და არტილერიის დახმარებით მათ მუსრს ვავლებთ“, -ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ვიტალი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ,რომ კრემლი ამ ეტაპზე ჩრდილოეთ უკრაინაში ცდილობს საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრის გადატანას.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend