მთავარიმსოფლიოჰავაიზე ტყის ხანძრის გამო დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ტყის ხანძრის გამო დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, 1300 კი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, ქალაქი ლაჰაინა თითქმის მთლიად განადგურებულია, დაღუპულთა სრული ოდენობის დადგენას კი მინიმუმ 10 დღე დასჭირდება.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა, ზარალი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

,,ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს 416 თანამშრომელი, 273 ადამიანი ეროვნული გვარდიიდან, 185 სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ბოლო ინფორმაციით, 101 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულთა ძებნა კი გრძელდება“,- განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ, როგორც კი შესაძლებლობა ექნება, ის და მისი მეუღლე ჯილდა ჰავაიზე გაემგზავრებიან. იგი დაჰპირდა გუბერნატორ ჯოშ გრინს, რომ ჰავაის ყველაფერი ექნება, რაც მას ფედერალური მთავრობისგან სჭირდება.

ჰავაის კუნძულ მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა ხანძარი, რომელიც 1959 წლის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფაა ჰავაის კუნძულებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend