მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში სამხედროებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში სამხედროებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქში უკრაინელი სამხედროები მოინახულა.

პრეზიდენტი გაეცნო ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და სხვადასხვა სახის შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს.

უკრაინელი სამხედრო მეთაურების ინფორმაციით, მათ  წინ წაიწიეს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, დანგრეული ქალაქის, ბახმუტის, ჩათვლით – იმ ფონზეც კი, როცა რუსეთმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ხარკივისა და ოდესის რეგიონებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. უკრაინელი მებრძოლების თქმით, მათ საფრენი აპარატების დიდი ნაწილი გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკში მებრძოლ ჯარისკაცებს გამოჩენილი სითამამისთვის, თავდადებისა და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა“.

„დღეს გვქონდა დეტალური და გულწრფელი დისკუსია ჩვენი შეტევითი მოქმედებების, სამხედრო ძალების გაძლიერების, მეთაურების შესაძლებლობების შესახებ, რა შესაძლებლობა გვაქვს ახლა და როგორი უნდა იყოს ეს მომავალში. ვისაუბრეთ იარაღისა და მწირი საბრძოლო მასალის შესახებ, ასევე იმაზე, რომ აუცილებელია მანქანების შეკეთება და იმ გადაუდებელი საკითხების მოგვარება, როგორებიცაა დაჭრილების ტრანსპორტირება და ბევრი სხვა რამ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტისთვის.

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი 200 მილიონი ამერიკული  დოლარის ოდენობით, რომელიც განკუთვნილია უკრაინის საჰაერო თავდაცვითი და სარაკატეო სისტემებისთვის  სისტემებისთვის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend