მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელ ფერმერებს ხორბლის ექსპორტის ჩავარდნის გამო პრობლემები აქვთ

უკრაინელ ფერმერებს ხორბლის ექსპორტის ჩავარდნის გამო პრობლემები აქვთ

მსოფლიო მასშტაბით, ხორბალზე ფასები ხშირად მერყეობს. ამის მიზეზი, რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებიდან გამოსვლა და უკრაინული საექპორტო ხორბლის უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებია.
ამის გარდა, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა უკრაინულ პორტებზე, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის, უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის.
ათასობით ფერმერი უკრაინაში სასოწარკვეთის ზღვარზეა, რადგან არ იციან, სად წაიღონ უზარმაზარი მოსავალი, რომელიც წელს იმაზე უფრო მეტია, ვიდრე შარშან ჰქონდათ.

ვიქტორ ცვიკი უკრაინელი ფერმერია, რომელსაც ძირითადად ხორბალი მოჰყავს. ამ თვეში მან თავისი ფერმიდან 4,800 ტონა ხორბლის მოსავალი აიღო.
თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთი საერთაშოირისო შეთანხმებიდან გამოვიდა, წარმოდგენა არ აქვს, თუ სად გაყიდის მოსავალს. ცვიკი, რომელსაც ზოგადად თავისი მოსავლის 90% სამხრეთ ოდესის პორტიდან ექსპორტზე  გაქონდა, ახლა დაბნეულია.

„ნამდვილად ვნერვიულობ, შარშანდელი მოსავლის ნახევარიც გაუყიდავი დამრჩა და წელს ეს ამდენი ხორბალი სად უნდა წავიღო არ ვიცი. საშინელი განცდაა“, – აცხადებს ფერმერი.

აგრონომი ალექსანდრე სივოგორლო ამბობს, რომ ეს მხოლოდ ცალკეული უკრაინელი ფერმერების პრობლემა არ არის. საქმე ეხება გლობალურ კრიზისს მსოფლიო მასშტაბით.

„პრობლემები მრავალმხრივია. მთავარი კი ის არის, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ ხორბალზე იყვნენ დამოკიდებულნი, ვერ მიიხებენ ჩვენს ხორბალს და ეს წარმოუდგენელ სირთულეებს შექმნის. ჩვენ ვერ გავყიდით ჩვენს პროდუქციას, რადგან პორტის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ დანგრეულია და ზღვაც დაბლოკილია“, – ამბობს ალექსანდრე სივოგორლო.

აგრონომი აცხადებს, რომ უკრაინელი ფერმერების მიერ მოყვანილი ხორბლის მოსავალი წელს შარშანდელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. ამას ემატება შარშანდელი გაუყიდავი ხორბლის მარაგიც. იმის მიუხედავად, რომ ხორბალზე მოთხოვნა დიდია. მისი რეალიზაცია უსაფრთხოების პრობლემების გამო, ვერ ხდება.

„უმეტესად ამ ფერმერების ხორბალი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ინდოეთსა და ჩინეთში გადიოდა ექსპორტზე. ეგვიპტე კი ფაქტობრივად სრულად დამოკიდებულია უკრაინულ ხორბალზე. უკრაინა საერთო მოსვალის 15-20%-ს მოიხმარს. დანარჩენი 80% ექსპორტზე გადის. ხომ წარმოგიდგენიათ რა რთული ვითარებაა“, – აცხადებს ის.

ხორბლის ექსპორტის პრობლემების მსგავსად, სირთულეებია სხვა ფერმერულ მეურნეობებშიც. მაგალითად თხის ფერმაში, სადაც საექსპორტო ყველს აწარმოებენ. იმის მიუხედავად, რომ ეს თხები გემრიელად მიირთმევენ თივას და კარგადაც იწველებიან, მათი რძით დამზადებული ყველის საწარმოში, პროდუქციის გაყიდვის პრობლემები აქვთ.
ფერმერებისთვის ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს. ეს გლობალური საკითხია, მსოფლიო ლიდერების გადასაწყვეტი, რომელიც ვიქტორ ცვიკის მსგავსად, ათასობით ფერმერისთვის უდიდესი გამოწვევაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend