მთავარიევროპაუკრაინარუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა

რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხერსონის ოლქის სხვადასხვა რაიონში რუსმა სამხედროებმა რამდენიმე შენობა დაბომბეს.

„მხოლოდ ამ დღეს, დილიდან საღამოს ექვს საათამდე, ხერსონის რეგიონიდან  მივიღეთ 17 შეტყობინება დაბომბვის შესახებ. ასევე დაიბომბა მიკოლაივის ოლქი, ზაპორო ჟია, დონბასი, ხარკივის ოლქი და  რუსეთის საზღვართან მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სეპარატისტების ლიდერები კი უკრაინას დონეცკის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ქალაქის გარეუბნის ერთ-ერთი სახლის დაბომბვის დროს დაიღუპა ერთი მამაკაცი და დაშავდა ქალი. სეპარატისტული ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ კვირას რეგიონის წინააღმდეგ გამოიყენა 100-ზე მეტი ამერიკული წარმოების ჭურვი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა.

ქალაქ ბელგოროდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონი საცხოვრებელ უბანში აფეთქდა, რამაც დააზიანა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend