მთავარიგადაცემებიHacker Hunterჰაკერი ბავშვები - როგორ ყალიბდებიან ბავშვები კიბერდამნაშავეებად

ჰაკერი ბავშვები – როგორ ყალიბდებიან ბავშვები კიბერდამნაშავეებად

კიბერსივრცის იდუმალებით სავსე ქსელები უამრავ მოზარდს იზიდავს, რომლებიც ზოგჯერ თამაშ-თამაშით თავისდაუნებურად კიბერდამნაშავეების უხილავ მახეში ებმებიან. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვებს დახმარება და დაცვა სჭირდებათ.

ბარბარა გემენის შვილი კიბერდანაშაულში ძალიან პატარ ჩაერთო.

„ჩემმა ბიჭმა ჰაკერობა 8 წლის ასაკში დაიწყო და მაშინვე შეუკვეთა იარაღი“, – ამბობს ბარბარა.

„ჩემი აზრით, ჩემმა შვილმა რამდენიმე თვე მოანდომა, რომ მიმხვდარიყო, თუ როგორ შეეკვეთა იარაღი და შეკვეთა მიეღო სახლში, პოლონეთიდან ბულგარეთში ისე, რომ მას საზღვარი საბაჟო კონტროლის გარეშე გაევლო. ამანათი რომ გახსნა, უზომოდ ბედნიერი იყო, რომ შეძლო თოფის სახლამდე მოტანა. სრული შოკი მქონდა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ რაღაც განსხვავებულად უნდა გამეკეთებინა სახლში.“

„იგი უამრავ დროს ატარებდა კომპიუტერთან. ინტერნეტით დაიწყო შეკვეთების გაკეთება ისე, რომ ფულს არ იხდიდა. ჯერ პიცას უკვეთავდა, მერე უფრო მსხვილ შეკვეთებზე გადავიდა და ბოლოს თოფი შეუკვეთა, რომელიც მართლა მოგვიტანეს სახლში. ძალიან გამიჭირდა იმის აღქმა, თუ რა ხდებოდა.“

„ბავშვი ღამით იღვიძებდა, კომპიუტერთან იჯდა და ძალიან დაძაბული იყო. ამ გზით აღმოვაჩინეთ, რომ ბიჭი საერთაშორისო ჰაკერების ჯგუფთან მუშაობდა.“

მაგრამ როდესაც ბარბარამ ეს ყველაფერი პოლიციას უამბო, მათ ჩათვალეს რომ ბარბარა საქმეს აზვიადებდა. ამიოტმ ბარბარამ გადაწყვიტა თავად გარკვეულიყო იბერუსფართხოებსი საკითხებში და ახლა ის ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის მოხალისე კიბერსპეციალისტია.

ონლაინ თამაშებსა და ჰაკერობას შორის კავშირი

მაიკ ჯონსი უსაფრთხოების მკვლევარია, რომელიც ისეთ ბავშვებს უწევს მენტრობას, რომლებიც პოტენციურ კიბერდამნაშავეებად არიან შეფასებული. მაიკი განმარტავს, რომ ორგანიზებული დამნაშავეები სულ უფრო მეტად იღებენ მიზანში ბავშვებს, რომლებიც ვიდეოთამაშებით ერტბიან და მათ საბოლოო ჯამში აიძულებენ, რომ კიბერთავდასხნმებში მიიღონ მონაწილეობა.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები თამაშებს ადევნებენ თვალს“, – ამბობს მაიკი. „მათ შეუძლიათ ნიჭიერი და საზრიანი  ბავშვების ამოცნობა. მათი პირველი ამოცანააF ნდობის მოპოვება. მათი ინტერესის საგნის პოვნა. როდესაც ამ ინფორმაციას მიიღებენ, მერე ნდობის მოპოვებაც შეუძლიათ. მერე უკვე უსვამენ კითხვებს: შეგიძლია თუ არა რაღაც კონკრეტულის გაკეთება? ეს გინახავს? ის ბავშვები, რომლებიც ტექნოლოგიებსა და თამაშებში ერკვევიან, როგორც წესი, არ არიან პოპულარული სკოლაში თანატოლებს შორის. როდესაც კრიმინალები ასეთ ბავშვს იპოვიან, მას თავის წრეში შეიყვანენ და თავს ღირებულ ადამიანად აგრძნობინებენ. როდესაც ბავშვის ნდობას მოიპოვებენ, მერე უკვე კომუნიკაციის ხაზსაც ხსნიან. საბოლოო მიზანია, რომ მსხვერპლი ჩამოაშორონ ყველაფერს, რაც ხელს შეუშლის გადმობირებაში.“

„ინტერნეტთამაშებსა და ჰაკერობას შორის თითქოს ტოლობის ნიშანი ზის,“ – ამბობს ალექსანდერ ურბელისი, კომპანია Crowell & Moring LLP-ის  ადვოკატი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. „სურვილი გიჩნდება, სცადო, ხომ არ შეგიძლია გარკვეული უპირატესობის მოპოვება ან სისტემაში ხარვეზის პოვნა, რაც საშუალებას მოგცემდა, რომ შენი მონეტების ან ვალუტის რაოდენობა გაგეზარდა.“

„უბოროტო ხუმრობა“ – თუ შედეგების განჭვრეტის უუნარობა?

დოქტორი კელი დანლაპი, კლინიკური ფსიქოლოგი და თამაშების დიზაინერია. იგი ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა ჰაკერები დგანან საფრთხის წინაშე, რომ საშიშ და უკანონო კიბერშეტევებში მიიღონ მონაწილეობა, რადგან მათი ტვინი ჰერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.

„მოზარდები არ ფიქრობენ იმ ზიანზე, რომლის მიყენებაც შეუძლიათ,“ – განმარტავს კელი. „ბავშვები და მოზარდები გასაოცარი ადამიანები არიან. მათი ტვინი სწრაფად ვითარდება და მათი უნარი, ისწავლონ და აითვისონ რაღაც ახალი, უბრალოდ გამაოგნებელია, თუ თვალყურს მიადევნებ. თუმცა მათ ტვინში გარკვეული უბნები ჯერ განვითარებული არ არის, ის უბნები. რომლებიც შედეგების გათვლაზეა პასუხისმგებელი. ეს ნევროლოგიური უბანი უბრალოდ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მათ ტვინში.“

კრისტიან ფანკი, Kaspersky-ის გლობალური კვლევისა და ანალიზის გერმანული გუნდის (GReAT) ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ახლააგზრდები მიდრეკილი არიან კიბერდანაშაულისკენ, რათა თანატოლებში თავი დაიმკვიდრონ.

„ჰაკერობას გარკვეული მისტიკური აურა ახლავს. ცოტა არ იყოს, კაიტიპობად ითვლება,“ – ამბობს კრისტიანი. „ ეს, რასაკვირველია, მრავალი სერიალის დამსახურებაა, თუ როგორ ხატავენ ჰაკერებს. ეს კი იმ მრავალ ახალგაზრდას იზიდავს, რომლებსაც საკუთარი ეგოს წარმოჩენა ან წახალისება სურთ. მათ უნდათ, რომ იტრაბახონ.  ჩემი აზრით, ამის საშუალებას ჰაკერობა ნამდვილად იძლევა.“

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend