მთავარიევროპანორვეგიანორვეგიაში მეწყრის განვითარების საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ნორვეგიაში მეწყრის განვითარების საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

წყალდიდობის გამო ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მოქალაქეები მეწყერებისთვის და წყალმოვარდნებისთვის ემზადებიან. ამის მიზეზი რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმაა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.

ხუთშაბათს მდინარე ბეგნა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, მეწყრის განვითარების საშიშროების გამო, მუნიციპალიტეტმა ევაკუაცია გამოაცხადეს. 200 ადამიანი ავტობუსებით სასტუმროებში გადაიყვანეს, პროცესში წითელი ჯვრის მოხალისეებიც ჩაერთნენ.

ისინი, ვინც კალაპოტთან ახლოს ცხოვრობდნენ, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ, თან წაიღეს ბარგიც, მანქანები კი შემაღლებულ ადგილებზე დააყენეს. ვერტმფრენები მზადყოფნაში იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ხალხს დახმარებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ზიანი დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა გაჩერდა, დატბორვის რისკი ჯერ მაინც არსებობს, ამის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი გზატკეცილები და სარკინიგზო ხაზები დაკეტილი იქნება. ექსპერტების შეფასებით, ასეთი წყალდიდობა ნორვეგიაში წლებია არ ყოფილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend