მთავარიმსოფლიოევროპაევროპის რამდენიმე ქვეყანაში შტორმმა წყალდიდობები და მასშტაბური ზიანი გამოიწვია

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შტორმმა წყალდიდობები და მასშტაბური ზიანი გამოიწვია

ნორვეგიაში 4 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი იმ ადგილებიდან, რომლებსაც შტორმი „ჰანსი“ დაატყდა თავს.

შტორმმა წყალდიდობები და მასშტაბური ზიანი გამოიწვია. ზოგიერთ ადგილას სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო. უკვე რამდენიმე დღეა უხვი ნალექია, რომელიც  მდინარეების ადიდებას იწვევს. გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი კაშხლის დაზიანების შესახებ.  დაიკეტა გზები ოსლოდან ტრონჰეიმამდე.

ადგილობრივებმა  მიიღეს შეტყობინება, რომ სასწრაფო ევაკუაცია იყო საჭირო. ეს განცხადება ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ.

ხორვატიაში, მდინარე დრავაში, წყლის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს, 704 სანტიმეტრს მიაღწია. რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად ზოგიერთ რეგიონში განგაში გამოცხადდა. თუმცა მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვითარებას მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ.

ესპანეთს კი ამ ზაფხულს უკვე მესამედ  სითბური ტალღა დაატყდა თავს. ვალენსიაში, ქალაქის ცენტრში, ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend