მთავარიკუბიმწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა

მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი  ქეთევან დუმბაძე დანიშნა, რასაც ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

80-ზე მეტმა ხელმომწერმა,  ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მათი შეფასებით, ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.

“ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა”, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend