მთავარიმსოფლიოჰავაიზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

გუბერნატორის თქმით, ხანძრის შსედეგად კუნძულ მაუის ისტორიული  ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურდა - 1 700 შენობაზე მეტი სრულად დაიწვა.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ  ნათელი და მხიარულებით სავსე კუნძული, ახლა ნაცრისფერ ფერფლად იქცა. ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ გამანადგურებელმა ზანძარმა სულ მცირე 55 ადამიანი შეიწირა. პრეს-კონფერენციის დროს ხუთშაბათს გუბერნატორმა ჯოშ გრინმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გუბერნატორის თქმით ხანძრის შსედეგად კუნძულ მაუის ისტორიული  ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურდა – 1 700 შენობაზე მეტი სრულად დაიწვა.

„ადამიანები სახლებში იპოვეს, ერთმანეთზე ხელებჩაკიდებული, ცეცხლმა მათი სახლები მანამდე მოიცვა, ვიდრე გამოსვლას მოასწრებდნენ, ვერსად გაიქცეოდი. ეს სახლები ძალიან ძველია და ხით არის ნაშენები, ისინი ისე აალდნენ, როგორც ასანთი. გაფრთიხლებაც ვერ მოასწრო ვერავინ“

ცხელი ზაფხულით და ქარიშხლით გამოწვეული ძლიერი ხანძარი კუნძულზე სამშაბათს დაიწყო და მაუის მცხოვრებლებს მოულოდნელად დაატყდა თავს.

მაუის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ბრედ ვენტურას განცხადებით ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა ბუჩქნარიდან დასახლებულ პუნქტამდე, რომ შეუძლებელი იყო წინასწარი შეტყობინების მიღება გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ასეთ დროს შეტყობინების გაგზავნაზე.

ეს ხანძარი გახდა ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენა ჰავაის შტატში 1960 წლის ცუნამის შემდეგ, რომლის შედეგად კუნძულზე 61 ადამიანი დაიღუპა.

შტატის გუბერნატორმა კი ამ ხანძარს ჰავაის არსებობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენა უწოდა, რომლის აღსადგენად რამდენიმე წელი და მილიარდობთ დოლარი იქნება საჭირო.

ათი ათასობით ადმიანის ევაკუაცია განხორციელდა, იმ დროს როცა 11 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მაუის დასავლეთით. ხელისუფლების შეფასებით 1000-მდე ადამიანი ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად, თუმცა ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ კუნძულზე გადამცემი ხაზები არ მუშაობს. მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ტყის ხანძრების ლიკვიდაციას, მათი თქმით ამ დროსითვის 100 პროცენტით ხანძრის არცერთი კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის.

მეცნიერების განცხადებით ექსტრემალური სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა ტყის ხანძრები და ქარიშხლები, კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული, რაც უფრო ინტენსიურს და განგრძობითს ხდის მსგავსი ტიპის სტიქიებს.

მათი შეფასებით მდგომარეობა გაუარესდება, თუ კი კაცობირობა და ხელისუფლებები მკვეთრად არ შეამცირებენ ნახშირბადის გაფრქვევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend