მთავარიმსოფლიოჰავაიზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჰავაიზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჰავაიზე გაჩენილი ტყის ხანძრები პრეზიდენტმა ბაიდენმა მასშტაბურ უბედურებად შეაფასა.  მან პირობა დადო, რომ იქ მყოფი ადამიანების დასახმარებლად  გაგზავნის დამატებით რესურსს, მათ შორის საზღვაო ძალებსა და არმიას. თანხები გამოიყოფა ფედერალური ფონდებიდანაც. ბოლო ინფორმაციით, ხანძრების შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, განადგურდა ასობით შენობა.  მთლიანად დამწვარი და განადგურებულია ლაჰაინის კურორტი.

ჯო ბაიდენის თქმით, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააქრონ ცეცხლი და გაიყვანონ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  კუნძულზე მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს აგზავნის.   მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ ნადგურდება მათი სახლები და ბიზნესები, ზოგმა ახლობლებიც დაკარგა. ჯო ბაიდენი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

ცეცხლის გაღვივებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელიც ქარიშხალ „დორათია“  გამოწვეული.

ადგილობრივი აეროპორტები სავსეა ადამიანებით, რომლებსაც კუნძულების დატოვება სურთ, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენები გაუქმებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend