მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არმია ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე კონტრიერიშს აგრძელებს

უკრაინული არმია ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე კონტრიერიშს აგრძელებს

ფრონტის ხაზზე დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. პრობლემებია სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პრობლემები უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ გამოიწვია.

პარალელურად გრძელდება შეტევა ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი იუწყება, სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს სამი რუსული მართვის ცენტრი, საბრძოლო პოზიციებზე 6 საარტილერიო საშუალება, 16 რუსული ტანკი, 13 ჯავშანმანქანა, ერთი ვერტმფრენი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინული კონტრშეტევის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერებიც საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე საარტილერიო იერიში გააძლიერეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის ანდრიი კოვალოვის თქმით, ბახმუტის მიმართულებით, ფრონტის სამხრეთ ფლანგზე, სტარომაიორსკეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა.
რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, გასულ ღამეს მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც დაადასტურა და საკუთარ ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი დრონი გაანადგურა.

უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ დრონებით მიიტანა იერიში მოსკოვზე, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში საჰაერო ძალების, ავიაციისა და ზოგადად სამხედრო პოტენციალის გამუჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის სისტემაში თანამედროვე გამანადგურებლებიც – F 16-ებიც გამოჩნდებიან.


გასულ დღეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყო დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ავდიივკის მახლობლადაც, სადაც რუსებმა უშედეგოდ სცადეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ოფიციალური კიევი იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გარკვეულ წარმატებას ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე, დასახლებულ პუნქტ ვერბოვესთანაც მიაღწიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend